მსუბუქი კრემისებური მზისგან დამცავი. აქვს დამატენიანებელი კრემის ტექსტურა, არ ტოვებს თეთრ კვალს და კომფორტულია დიდი რაოდენობით მოხმარებისთვის. ანიჭებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას და არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას. შეიცავს 30% ბრინჯისა და მარცვლეულის ფერმენტირებულ ექსტრაქტებს, რომლებიც მდიდარია B, C, E ვიტამინებით, ამინომჟავებით და მინერალებით, ამშვიდებენ და ატენიანებენ მშრალ კანს.
დამცავის ტიპი: ქიმიური / ორგანული
ვისთვის არის განკუთვნილი?
- განკუთვნილია ყველა ტიპის, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის
- იცავს მზის მავნე სხივების (UVA და UVB) ზემოქმედებისგან
- ატენიანებს, ამშვიდებს და კვებავს კანს
- მსუბუქი ტექსტურა არ იქერცლება და კომფორტულია მაკიაჟის გამოყენების შემთხვევაშიც.
დამცავის ეფექტურობა შემოწმებულია კორეისა და ესპანეთის ლაბორატორიებში:
SPF (დაცვის ხარისხი UVB სხივებისგან)
- კორეის ლაბორატორია: 52.5±5.8
- ესპანეთის ლაბორატორია: 63.1±0.6
PA (დაცვის ხარისხი UVA სხივებისგან)
- კორეის ლაბორატორია: UVA PF 16.1±2.4 P++++
- ესპანეთის ლაბორატორია: UVA PF 19 P++++
- არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ან ცხოველური წარმოშობის ფილტრებს
- უსაფრთხოა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად.
მოხმარების წესი: გადაინაწილეთ სათანადო რაოდენობა სახეზე და კისერზე. გამოიყენება თავის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე. ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ხელახლა გადაინაწილეთ მოხმარებიდან 2-3 საათის შემდეგ.
მომწოდებელი: Beauty of Joseon
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
ინგრედიენტები
დამცავი ფილტრები:
Ethylhexyl Triazone, Diethylamino Hydroxybenzoyl Hexyl Benzoate, Diethylhexyl Butamido Triazone, Methylene Bis-benzotriazolyl Tetramethylbutylpheno
ძირითადი ინგრედიენტები:
ბრინჯისა და მარცვლეულის ფერმენტირებული ექსტრაქტები - მდიდარია B, C, E ვიტამინებით, ამინომჟავებით და მინერალებით, რომლებიც ამშვიდებენ და ატენიანებენ მშრალ კანს.
ინგრედიენტები სრულად: Water, Oryza Sativa (Rice) Extract (30%), Dibutyl Adipate, Propanediol, Diethylamino Hydroxybenzoyl Hexyl Benzoate, Polymethylsilsesquioxane, Ethylhexyl Triazone, Niacinamide, Methylene Bis-benzotriazolyl Tetramethylbutylphenol, Coco-caprylate/Caprate, Caprylyl Methicone, Diethylhexyl Butamido Triazone, Glycerin, Butylene Glycol, Oryza Sativa (Rice) Germ Extract, Camellia Sinensis Leaf Extract, Lactobacillus/Pumpkin Ferment Extract, Bacillus/Soybean Ferment Extract, Saccharum Officinarum (Sugarcane) Extract, Macrocystis Pyrifera (Kelp) Extract, Cocos Nucifera (Coconut) Fruit Extract, Panax Ginseng Root Extract, Camellia Sinensis Leaf Extract, Monascus/Rice Ferment, Pentylene Glycol, Behenyl Alcohol, Poly C10-30 Alkyl Acrylate, Polyglyceryl-3 Methylglucose Distearate, Decyl Glucoside, Tromethamine, Carbomer, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, 1,2-Hexanediol,Sodium Stearoyl Glutamate, Polyacrylate Crosspolymer-6, Ethylhexylglycerin, Adenosine, Xanthan Gum, Tocopherol, Lactobacillus/Rice Ferment, Aspergillus Ferment, Saccharomyces/Rice Ferment Filtrate