წესები და პირობები


  1. შესავალი

რეგულაციების შემუშავების მიზანია, განსაზღვროს ლილიუმის ვებსაიტზე - www.lilium.ge მომსახურებით სარგებლობის პირობები. ლილიუმი არის თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებების ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, უსაფრთხო და მრავალფეროვან პროდუქციას. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ვებსაიტის საშუალებით შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქტი და ისარგებლოს მიწოდების მომსახურებით.

  1. პროდუქტის აღწერა 

ლილიუმის ვებსაიტზე განთავსებულ თითოეულ პროდუქტს ახლავს დეტალური აღწერა: თავის მოვლის საშუალებების შემთხვევაში: პროდუქტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, კანის ტიპი, კანის მდგომარეობა, ძირითადი ინგრედიენტები, პროდუქტის ღირებულება.

პროდუქტის ღირებულება მითითებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. იმ შემთხვევაში, თუკი სისტემური შეცდომის საფუძველზე, ვებსაიტზე განთავსებული პროდუქტი წარმოდგენილია არასწორი ფასით ან/და ინფორმაციით, ლილიუმი იტოვებს უფლებას,  უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს შეკვეთა. აღნიშნული უფლება ძალაში რჩება ტრანზაქციის დასრულების შემდეგ.

  1. ანგარიშსწორება და დაბრუნების პირობები 

იმისათვის, რომ განხორციელდეს პროდუქტის შესყიდვა, აუცილებელია მომხმარებლის ზუსტი პირადი მონაცემების მითითება, როგორიც არის: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, მისამართი, გადახდის საშუალებები და სხვა სავალდებულო მონაცემები. მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, მითითებული ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით. 

ლილიუმის ვებსაიტზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის VISA და MASTERCARD ბარათის და UNIPAY-ის ანგარიშის საშუალებით.

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მიწოდების მომსახურების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში, ელ.ფოსტაზე - shop@lilium.ge შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, რომელსაც დანართად უნდა ახლდეს დაზიანების დამადასტურებელი ფოტოსურათი. პროდუქტი ბრუნდება იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდებული პროდუქტი არსებითად დაზიანებულია და შეუძლებელია მისი მიზნობრივად გამოყენება. 

დაბრუნების შემთხვევაში, პროდუქტის სრული ღირებულება დაბრუნდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა შესყიდვის განხორციელება. ლილიუმის მხრიდან, დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში, თანხა აისახება მომხმარებლის ანგარიშზე.

  1. მიწოდების პირობები 

თბილისის მასშტაბით, 16:00 საათამდე განხორციელებული შეკვეთის მიწოდება განხორციელდება მეორე სამუშაო დღეს. 16:00 საათის შემდეგ დაფიქსირებული ამანათების მიწოდების მაქსუმალური ვადა არის მესამე სამუშაო დღე.

  1. პერსონალური ინფორმაციის დაცვა 

ლილიუმის ვებსაიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, საქართველოს კანონის საფუძველზე;

ლილიუმი იტოვებს უფლებამოსილებას, პროდუქციის რეკლამირების მიზნით დარეგისტრირებულ მომხმარებლებს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინების, სატელეფონო ზარის, სოციალური მედიის ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით;

საჭიროების ფარგლებში, ლილიუმი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებს პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სტატისტიკური ანალიზისა თუ კვლევის განხორციელების გზით;

მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, როგორიც არის Facebook, Google, Yahoo, Amazon, ავტომატურად გაზიარდება აღნიშნულ პლატფორმებზე მითითებული პერსონალური მონაცემები.

  1. პერსონალური მონაცემების გაზიარება  

ლილიუმის მომხმარებლების პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გაზიარდეს მიწოდების მომსახურების განსახორციელებლად. 

ლილიუმი იტოვებს უფლებამოსილებას, მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გაუზიაროს სამართალდამცავ ორგანოებს.

  1. ინფორმაციის უსაფრთხოება

ლილიუმის მომხმარებლის მონაცემები ინახება საერთაშორისო, დაცულ და უსაფრთხო სერვერზე. ინფორმაციული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა კონფიდენციალურად დატოვოს და არ გაანდოს სხვა სუბიექტებს ვებსაიტზე ავტორიზაციის იუზერი და პაროლი.

  1. ცვლილებების განხორციელება

აღნიშნული წესები და პირობები შესაძლებელია განახლდეს ნებისმიერ დროს, შესაბამისად, სასურველია, პროდუქტის შესყიდვამდე თითოეული მომხმარებელი ხელახლა გაეცნოს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეგულაციებს. 

  1. დაგვიკავშირდით 

არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით, მომხმარებლის მხრიდან კითხვების ან/და კომენტარების არსებობის შემთხვევაში, შეტყობინება დაფიქსირდება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: shop@lilium.ge.