ჩვენ შესახებ


მიგაჩნია, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ჯანსაღი პრაქტიკაა და აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის?

გაღელვებს ეკოლოგია და წარმოების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი?

გიყვარს ცხოველები და მიუღებლად მიგაჩნია მათზე ჩატარებული ტესტირებები?

მაშინ სწორ პლატფორმაზე მოხვდი...

ლილიუმის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებით, თავის მოვლა ყველასთვის სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.

სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ:

  • თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოა არა მარტო შენთვის, არამედ გარემოსთვის, ცხოველებისთვის და ეკოლოგიისთვის.

  • ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, თითოეული ადამიანის გემოვნებისთვის, კანის ტიპის და ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.

  • საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით როგორც ადამიანების, ისე გარემოს მიმართ და გვთავაზობენ საუკეთესო პრაქტიკებს კოსმეტიკური პროდუქციის სამყაროში.