კალენდულას უნივერსალური გამწმენდი ზეთი ყველა ტიპის კანისთვის - ეფექტურად წმენდს და კვებავს სახის კანს.
ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული გამწმენდი ზეთი ნაზად აშორებს მაკიაჟს და წმენდის შემდეგ არ ტოვებს კანს გამომშრალს.
კანის ტიპი: ნორმალური, მგრძნობიარე, მშრალი, კომბინირებული, ცხიმიანი.
- შედგება 94% რბილი მცენარეული ზეთებისგან.
- უნივერსალური გამწმენდი ზეთი მარტივად აშორებს - მზისგან დამცავს, BB კრემს, ტუჩის და თვალის მაკიაჟს.
- ეფექტურად ასუფთავებს ფორებს და ხელს უშლის შავი წერტილების წარმოქმნას.
- შეიცავს უსაფრთხო ინგრედიენტებს და იცავს კანის ბარიერს.
- გაწმენდასთან ერთად ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს კანს.
- უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისთვის და ყველა ტიპის კანისთვის.
- ფორმულირებულია ჰიდროფილური მცენარეული ზეთებით, რომლებიც მარტივად შორდება წყლის დახმარებით.
გამოყენების წესი: გამოიყენება როგორც წმენდის პირველი საფეხური. წაისვით მშრალ სახეზე და მსუბუქი მასაჟით გადაინაწილეთ, სანამ მაკიაჟი არ დაიშლება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წყალზე დაფუძნებული დასაბანი საშუალებით.
მომწოდებელი: iUNIK
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
ინგრედიენტები
ძირითადი ინგრედიენტები:
კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი - ანტიოქსიდანტი, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
მზესუმზირის ზეთი - ატენიანებს და იცავს კანს გამოშრობისგან.
კანოლას ზეთი - ატენიანებს, ამშვიდებს და აღადგენს კანის დამცავ ბარიერს.
მაკადამიის თხილის ზეთი - ატენიანებს და აღადგენს ბალანსს კანის ზედაპირზე.
ჟოჟობას თესლის ზეთი - კანის აღმდგენი და შემავსებელი ინგრედიენტი. შეიცავს ომეგა-9 ცხიმოვან მჟავებს, A და E ვიტამინებს. განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი კანისთვის.
ინგრედიენტები სრულად: Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Canola Oil, Calendula Officinalis (Pot Marigold) Flower Extract, Sorbeth-30 Tetraoleate, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Macadamia Integrifolia (Macadamia) Seed Oil, Cananga Odorata (Ylang Ylang) Oil, Ormenis Multicaulis (Chamomile) Oil, Sorbitan Sesquioleate.