კალენდულას გამწმენდი ზეთი (6944026362019)
კალენდულას გამწმენდი ზეთი (6944026362019)

iUNIK

კალენდულას გამწმენდი ზეთი

93.70 ₾ ფასი
   
Shipping მიწოდების ტარიფი და პირობები

კალენდულას უნივერსალური გამწმენდი ზეთი ყველა ტიპის კანისთვის - ეფექტურად წმენდს და კვებავს სახის კანს.

ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული გამწმენდი ზეთი ნაზად აშორებს მაკიაჟს და წმენდის შემდეგ არ ტოვებს კანს გამომშრალს.

კანის ტიპი: ნორმალური, მგრძნობიარე, მშრალი, კომბინირებული, ცხიმიანი.

  • შედგება 94% რბილი მცენარეული ზეთებისგან.
  • უნივერსალური გამწმენდი ზეთი მარტივად აშორებს - მზისგან დამცავს, BB კრემს, ტუჩის და თვალის მაკიაჟს.
  • ეფექტურად ასუფთავებს ფორებს და ხელს უშლის შავი წერტილების წარმოქმნას.
  • შეიცავს უსაფრთხო ინგრედიენტებს და იცავს კანის ბარიერს.
  • გაწმენდასთან ერთად ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს კანს.
  • უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისთვის და ყველა ტიპის კანისთვის.
  • ფორმულირებულია ჰიდროფილური მცენარეული ზეთებით, რომლებიც მარტივად შორდება წყლის დახმარებით.

გამოყენების წესი: გამოიყენება როგორც წმენდის პირველი საფეხური. წაისვით მშრალ სახეზე და მსუბუქი მასაჟით გადაინაწილეთ, სანამ მაკიაჟი არ დაიშლება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წყალზე დაფუძნებული დასაბანი საშუალებით.

მომწოდებელი: iUNIK

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

ინგრედიენტები

ძირითადი ინგრედიენტები:

კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი - ანტიოქსიდანტი, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

მზესუმზირის ზეთი - ატენიანებს და იცავს კანს გამოშრობისგან.

კანოლას ზეთი - ატენიანებს, ამშვიდებს და აღადგენს კანის დამცავ ბარიერს.

მაკადამიის თხილის ზეთი - ატენიანებს და აღადგენს ბალანსს კანის ზედაპირზე.

ჟოჟობას თესლის ზეთი - კანის აღმდგენი და შემავსებელი ინგრედიენტი. შეიცავს ომეგა-9 ცხიმოვან მჟავებს, A და E ვიტამინებს.  განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი კანისთვის.

ინგრედიენტები სრულად: Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Canola Oil, Calendula Officinalis (Pot Marigold) Flower Extract, Sorbeth-30 Tetraoleate, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Macadamia Integrifolia (Macadamia) Seed Oil, Cananga Odorata (Ylang Ylang) Oil, Ormenis Multicaulis (Chamomile) Oil, Sorbitan Sesquioleate.