რბილი დასაბანი ქაფი დამამშვიდებელი ეფექტით. ნაზი მიკრო-ქაფის ტექსტურა ეფექტურად ასუფთავებს კანს, ატენიანებს და არ ტოვებს დაჭიმულობის შეგრძნებას. დამზადებულია ბუნებიდან მიღებული ინგრედიენტების უნიკალური კომბინაციით. შეიცავს 69% აზიური ცენტელას ფოთლების ექსტრაქტს.
კანის ტიპი: მგრძნობიარე, მშრალი, ცხიმიანი.
- აღადგენს კანის pH ბალანსს
- ეფექტურად აშორებს მაკიაჟის ნარჩენს
- აშუშებს გამონაყარს და ხელს უწყობს აკნეს ლაქების გაუფერულებას
- აღადგენს წყლის და ცხიმიანობის ბალანსს
- ატენიანებს გამომშრალ და აქერცლილ კანს
ვისთვის არის განკუთვნილი?
- რბილი ყოველდღიური გამწმენდი მგრძნობიარე კანისთვის.
- მსუბუქი დასაბანი საშუალება მთელი ოჯახისთვის.
მოხმარების წესი:
- გადაინაწილეთ 1-2 პორცია მთლიან სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- თუ მოიხმართ ინტენსიურ მაკიაჟს, გამოიყენეთ როგორც წმენდის მეორე საფეხური, მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთის შემდეგ.
მომწოდებელი: iUNIK
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
ინგრედიენტები
ძირითადი ინგრედიენტები:
69% აზიური ცენტელას ფოთლების ექსტრაქტი - ამცირებს სიწითლეს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
ჩაის ხის ფოთლების ექსტრაქტი - ამშვიდებს მგრძნობიარე კანს.
ალანტოინი - აძლიერებს და იცავს კანის ბარიერს.
ბრინჯის ქატოს ექსტრაქტი - მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. აჯანსაღებს კანს და ანიჭებს სიცოცხლისუნარიანობას.
ტრეჰალოზა - უნარჩუნებს კანს ტენიანობას.
ინგრედიენტები სრულად: Centella Asiatica Leaf Water,Water,TEA-Cocoyl Glutamate,Disodium cocoamphodiacetate,Glycerin,Butylene Glycol,Potassium Cocoyl Glycinate,1,2-Hexanediol,Melaleuca Alternifolia (Tea Tree) Leaf Water,Polyglyceryl-4 Caprate,Trehalose,Caprylyl Glycol,Allantoin,Ormenis Multicaulis Oil,Portulaca Oleracea Extract,Oryza Sativa (Rice) Bran Extract,Ethylhexylglycerin,Citric Acid,Pentylene Glycol,Aspalathus Linearis Extract,Glycyrrhiza Glabra (Licorice) Root Extract,Chlorophyllin-Copper Complex