პორტუგალია საოცნებო ქვეყნების სიაში არასდროს მქონია , მეტიც, რატომღაც წარმომედგინა, რომ, ასე 10 წლის მერე მოვათავსებდი სურვილების დაფაზე .

ამრი ბარსელონაში გავიცანი, ისიც ჩემსავით სოლო მოგზაურია… ჩვენი ინტერესები მოგზაურობისას იმდენად ერთნაირი იყო, მივხვდით რომ, საუკეთესო მეგობრების გარდა, საუკეთესო მეგზურებიც ვიქნებოდით ერთმანეთის და ასეც აღმოჩნდა. ამრმა ევრო ტური ლისაბონიდან დაიწყო და აღფრთოვანებული იყო პორტუგალიით და მისი ფერადოვნებით , მაშინ პირველად დავფიქრდი, რატომ არ იყო ჩემს სიაში ეს ქვეყანა ?

ოთხი თვის შემდეგ, ერთ საღამოს, როცა მაროკოში წასვლის სურვილზე საბოლოოდ ავიღეთ ხელი, რადგან, ვიზა კიევში კეთდება და ჩემი მეორედ გამგზავრება კიევში, არც თუ ისე მომხიბლავ აზრად მომეჩვენა, ამრმა ისე, სხვათაშორის მიხსენა პორტუგალია და მკითხა, რას ვფიქრობდი … დუმილი !

ახლა , როცა უკვე ორჯერ ვიყავი წელს, ამ სიტყვებით რომ ვერ აღწერ ისეთ ფანტასტიკურ ქვეყანაში, მეცინება ჩემს რეაქციაზე, რომ დავფიქრდი !

მოკლედ გადაწყდა, რომ, მაროკოს დროებით პორტუგალიით ვანაცვლებდით და დავიწყეთ დღეების ათვლა აპრილამდე. წარმოდგენა არ მქონდა, ლისაბონის და პორტოს გარდა, რა უნდა მენახა ამ ქვეყანაში და ფერადი ადგილების ძებნა დავიწყე.10 დღეში უკვე სრული გეგმა მქონდა 15 დღიანი ტურის და ნელ-ნელა ინტერესი გამიმძაფრდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც ავეირო მოკალათდა ჩვენს განრიგში (ავეირომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა ტურის ბოლოს, რომელმა ადგილმა წაართვა პირველობა, ეს სხვა პოსტში 🙂 )

თბილისი- სტამბული- მილანი- პორტო ! ერთი დღისთვის ამდენი ფრენა აეროპორტებზე ჩემსავით შეყვარებულ ადამიანსაც კი გაუჭირდება. წინასწარი შეთანხმებით, მე და ამრი მილანში, ბერგამოს აეროპორტში ილის/illy კაფეში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს კონკრეტულ საათზე და 15-მა უბედნიერესმა დღემ, სწორედ აქედან დაიწყო ათვლა.

პორტო ჩვენი პირველი გაჩერება იყო.

ჰარმონია ადამიანებსა და ქალაქს შორის, სიმეტრია, ფერების ბალანსი, მოზაიკები და არქიტექტურა- შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს ერთი გასეირნებით. პორტოსთვის სულ სამი დღე გვქონდა გამოყოფილი, ამრი მხოლოდ ლისაბონში იყო ნამყოფი და პირველ დღესვე აღნიშნა, რომ, პორტო გაცილებით ლამაზი იყო, აქ პირველად ვინანე რომ, ლისაბონის დღეები პორტოს არ დავუთმე, თუმცა, რაც ხდება, ყოველთვის უკეთესობისკენ ! ( ლისაბონი, მიხედავად იმისა, რომ, პორტო გაცილებით ლამაზია, ჩემი პირადი ფავორიტია ყოველთვის !)

რა უნდა ნახოთ და გამოსცადოთ პორტოში :

  1. პორტოს ნახატი სანაპირო (ribeiro de porto)Image may contain: sky, cloud, outdoor and water20170325_170656_HDR.jpgImage may contain: one or more people, people standing, sky and outdoor2017-11-29-16-41-12.jpgImage may contain: one or more people, people walking and outdoor
  2. მოინახულო ჰარი პოტერის ბიბლიოთეკა (livraria lello)No automatic alt text available.Image may contain: 1 person, sitting and indoor
  3. დაიკარგო პაწაწინა ქუჩებში Image may contain: outdoor and waterImage may contain: sky, cloud and outdoor
  4. გაყვე კვალდაკვალ ფერებსImage may contain: 1 person, sky and outdoorImage may contain: sky, cloud and outdoorImage may contain: people walking, sky and outdoorImage may contain: one or more people, people standing, people walking, shoes and outdoor2017-11-29-16-40-34.jpg
  5. იცეკვო წვიმაშიImage may contain: one or more people, people standing and outdoor
  6. დაივიწყო კარბოჰიდრატები სანტა კატარინას სავაჭრო ქუჩაზე (აქვე დააგემოვნე ადგილობრივი ტკბილეული “ნატა”)2017-11-29-16-39-44.jpg
  7. აედევნო ყვითელ ტრამვაის Image may contain: one or more people, tree, plant, grass, shoes, sky, outdoor and nature

პ.ს გაითვალისწინეთ, რომ, პორტოში ტრანსპორტი არ გჭირდებათ, დიდი ქალაქია, მაგრამ, რაც სანახავი და ლამაზია, ყველაფერი ფეხით სასიარულო დისტანციაზეა, ამიტომ, აღიჭურვეთ თქვენთვის ყველაზე გემრიელი ფეხსაცმელით და შეუდექით 🙂

 

სხვა ინფორმაცია პორტოზე :

1.აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად მატარებლით მგზავრობა ყველაზე მოსახერხებელი გზაა. მატარებლები ყოველ 20 წუთში ერთხელ გადიან და მგზავრობა ჯამში 6 დან 8 ევრომდე დაგიჯდებათ

2.კვება პორტოში და ზოგადად პორტუგალიაში ძალიან იაფია, ერთი კვება საშუალოდ 8-10 ევრო დაგიჯდებათ( გააჩნია ადგილს, რა თქმა უნდა:))

3.ჰარი პოტერის ბიბლიოთეკა, ბილეთის ფასი- 5.50 ევრო ( ადგილზე ყოველთვის უსასრულო რიგია, ჯობია ბილეთები ონლაინ შეიძინო საიტზე : https://goo.gl/bYMpA1 )

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s