ფიქრები მოგზაურობაზე ყოველთვის მიყვარდა 🙂

საოცნებო,მოსანახულებელი ადგილების შთამბეჭდავი სიაც მქონდა, რომელიც ჩემს წარმოსახვით,ოცნებების დაფაზე საპატიო ადგილს იკავებდა და იმ დღეს ელოდა, რიგ-რიგობით როდის ასრულდებოდნენ და გაფერადებოდნენ მასში ჯერ კიდევ შავ-თეთრად ჩამომწკრივებული პუნქტები…

Image may contain: one or more people, ocean, outdoor, nature and water

მოგზაურობის იდეაზე შეყვარებულ გოგოს, ხელს ისიც უწყობდა რომ, ძალიან ემოციური იყო და ყოველთვის და ყველგან ახალ შეგრძნებას და ემოციას ეძებდა .

Image may contain: ocean, sky, mountain, outdoor, nature and water

ამ ფიქრებში გავხდი 25 წლის და როცა სხვა ყველაფერმა საკუთარი თავი დიდი ხნის წინ ამოწურა, მიუხედავად იმისა, რომ,  მქონდა სტაბილური სამსახური, თითქოს მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება, დაუწუნებელი პირადი ცხოვრება და საკმაოდ მრავალფეროვანი დღის განრიგი, დაცარიელებულ ემოციებს შევსება და ახლის მოძიება ესაჭიროებოდათ,  ამიტომაც, ამ ასაკში დავიწყე ის, რაც დღეს ჩემთვის არა მხოლოდ სიამოვნება და გართობა, არამედ აუცილებლობაა – მოგზაურობა .

Image may contain: ocean, sky, outdoor, water and nature

სიტყვა მოგზაურობა რომ მესმის, თქვენი არ ვიცი და მე, წარმოუდგენელი შეგრძნებები მემართება . ფიქრები იმაზე, როგორ ვარჩევ სასურველ მიმართულებას, როგორ ვგეგმავ სანახავი ადგილების სიას, როგორ ვყიდულობ ბილეთს და ვინახავ ჩემს საფოსტო ყუთში ყველაზე საყვარელ კატეგორიაში – მოგზაურობა, როგორ მითვლის გუგლის ჭკვიანი კალენდარი დღეებს ჩემს გამგზავრებამდე, როგორ ვალაგებ ბარგს და საგულდაგულოდ ვარჩევ თითოეულ ნივთს და გონებაში წარმოვიდგენ, უხდება თუ არა იმ ადგილებს,  რომლებსაც, სულ მალე მე, ფერადი, ყურებამდე ბედნიერი (დიახ , შეყვარებულზე მეტად ჩემი აზრით ბედნიერს უხდება ეს განსაზღვრება) ,აჟიტირებული,მოფარფატე კაბებში გამოწყობილი დაუღალავად მოვივლი ფეხით, ყოველ ნაბიჯზე შევჩერდები ათასობით  კადრის გადასაღებად, გავუღიმებ უსასრულოდ ადგილობრივებს, დავაგემოვნებ ტკბილეულს ისე , რომ, არ ვიფიქრებ ზედმეტ კილოგრამებზე ( მგონი ამიტომ მიყვარს მოგზაურობა 🙂 ) , დავიმახსოვრებ ყველა პატარა ქუჩას და ყვავილებში ჩაფლულ კუსკუსა კაფეს და  ემოციების ახალი, შემდეგ მოგზაურობამდე გასახარჯი გროვით სახლში დავბრუნდები .

Image may contain: ocean, sky, outdoor, water and nature

4 წელი და 14 ქვეყანა, სამჯერ უფრო მეტი ქალაქი, გამოცდილება და მარტო მოგზაურობის გამოცდილება 🙂  უამრავი ფოტო მოგონება და მხოლოდ გონებაში შენახული კადრი, განსხვავებული ადგილები, განუმეორებელი ემოციები, ცრემლებამდე აღტაცებები და ოცნებები უკან დაბრუნებაზე – ეს ლილიუმის სიმდიდრეა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ახლობელ ადამიანებს უზიარებდა .

Image may contain: ocean, sky, outdoor, water and nature

წარმოსახვით ოცნებების დაფაზე ახლა ახალი მიმართულებებია, ნაწილი მარტივად , ნაწილი  რთულად ახდენადიც კი ;  რაც მაიმედებს, ჩემი უსასრულო პოზიტივი და მოტივაციაა, მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფულობით ალყაშემორტყმული . იმედი მაქვს, ლილიუმი, ჩემთან ერთად, შენი მოტივატორი და გზამკვლევიც  გახდება იმ ცხოვრებისკენ, რომელიც  გიყვარს : ნაკლები ბანალურობა ,უსასრულო ემოცია, საინტერესო თავგადასავლები, ექსტრავაგანტულობა .

Image may contain: one or more people, sky, outdoor, water and nature

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s